მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს დამცველთა დღესა და პოკროვს ულოცავს
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს დამცველთა დღესა და პოკროვს ულოცავს

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს დამცველთა დღესა და პოკროვს ულოცავს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში უკრაინელ მებრძოლებს პოკროვის დღეს (ღვთისმშობლის საბურველის დღე) და უკრაინის დამცველთა დღეს ერთად ულოცავს და ქვეყნისთვის გაწეული თავგანწირვისთვის მადლობას უხდის.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს რუსეთი ფრონტზე სრულიად სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე ამის ჩვენება სურდა, რაც პირველ რიგში უკრაინელი სამხედროების სიმტკიცისა და თავდაცვის ძალების კარგად დაგეგმილი ოპერაციების დამსახურებაა.

მიმართვაში ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს თავდაცვისთვის, ახალი შეიარაღების განსავითარებლად და პარტნიორებისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად, თუმცა ეს ძალისხმევა მხოლოდ იმის ხარჯზე დგას, რომ ფრონტი მტკიცედ დგას და არ გატეხილა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მეომარს სიმამაცისთვის, პროფესიონალიზმისა და უკრაინისთვის ბრძოლისთვის, ასევე პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას, რომელთა თავგანწირვამაც ქვეყანას გადარჩენის შანსი მისცა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ფორმულა

ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ფორმულა

ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა

ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა

ფორმულა

პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

ფორმულა