მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს
კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს

ფორმულა|formulanews.ge

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს.

ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირდაპირი შედეგია.

განცხადება სრულად:

"კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში არსებული წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ოფისის დახურვა ფონდის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირდაპირი შედეგია.

შექმნილ პირობებში კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში ვეღარ ახერხებს თავისი მისიის შესრულებას.

გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონრად ადენაუერის ფონდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, თავისი საქმიანობის გასაგრძელებლად კანონით გათვალისწინებული განაცხადი შეიტანა.

2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უარი უთხრა კონრად ადენაუერის ფონდს წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილებაზე.

ახალი სამართლებრივი გარემოს პირობებში საქმიანობის გასაგრძელებლად, გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ფონდის მიერ პროექტების განხორციელების ნებართვის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუ ისინი აღარ იქნებოდა ფონდის მისიასთან თანხვედრაში.

საქართველოში მხოლოდ ფორმალური ყოფნა, საკუთარი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის მისაღები და მდგრადი ალტერნატივა ვერ იქნება. შესაბამისად, ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ ფონდის საქმიანობის შეზღუდვის გარდაუვალი შედეგია.

2003 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით საქმიანობდა. ფონდის საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (AA) და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით.

ოც წელზე მეტია, ფონდი მხარს უჭერდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ თანამშრომლობას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას, საბჭოთა წარსულის გააზრებას, რელიგიათაშორის დიალოგს, საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.

ახალგაზრდული პროგრამებისა და სასწავლო სტიპენდიების მეშვეობით, ფონდი ხელს უწყობდა ქართველი ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. პოლიტიკის, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, კონრად ადენაუერის ფონდი მხარს უჭერდა საქართველოში ევროპული რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესს.

ფონდი კვლავაც შეინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან, ისევე როგორც თავის მრავალწლიან პარტნიორებთან. ამასთან, საქართველოში მისი იურიდიული რეგისტრაცია ძალაში რჩება, რათა პოლიტიკური გარემოს შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 215 სტატია.

  • შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი. საერთაშორისო ფორუმი თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • 1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისები იზრდება, ბილეთები კი იაფდება - დეტალებიBM.GE
  • ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრესტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

უკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა

უკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა

ფორმულა

უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი საერთაშორისო წინადადება მიიღო — ანდრეი სიბიგა

უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი საერთაშორისო წინადადება მიიღო — ანდრეი სიბიგა

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის დელეგაციას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის დელეგაციას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ფორმულა

უკრაინამ საბრძოლო პირობებში ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

უკრაინამ საბრძოლო პირობებში ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

ფორმულა