
უკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა
ფორმულა|formulanews.ge
უკრაინული მხარე ახალი, „შუა დარტყმის“ კლასის უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას იწყებს, რომელსაც სახელწოდებად „თორის ჩაქუჩი“ (Thor Hammer) ეწოდა.
ახალი დრონის ტექნიკური მახასიათებლები და შესაძლებლობები ასეთია: მისი მასა 50 კგ-ს შეადგენს, შეუძლია 180 კმ/სთ-მდე განავითროს ხოლო საფრენი მანძილი 600 კილომეტრს აღწევს.
როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ტემპი სწრაფად გაიზარდება და წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს, რომ ამ ტიპის უპილოტო აპარატების თვიური გამოშვება 5 000 ერთეულამდე მიიყვანოს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge