მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინამ „ლუკოილის“ ქარხანასა და „ტრანსნეფტის“ სადგურზე დარტყმები დაადასტურა
უკრაინამ „ლუკოილის“ ქარხანასა და „ტრანსნეფტის“ სადგურზე დარტყმები დაადასტურა

უკრაინამ „ლუკოილის“ ქარხანასა და „ტრანსნეფტის“ სადგურზე დარტყმები დაადასტურა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტებზე მიტანილი შეტევები ოფიციალურად დაადასტურეს. იერიშები ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში მდებარე ინფრასტრუქტურას შეეხო.

ვოლგოგრადში თავდაცვის ძალებმა დაარტყეს „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. (აღნიშნულ საწარმოს, რომლის წლიური სიმძლავრე 15 მილიონ ტონაზე მეტია, უკრაინამ მიმდინარე წლის ივლისშიც შეუტია).

ხოლო სამარის ოლქის დასახლებულ პუნქტ პროსვეტში იერიში მიიტანეს საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“, რომელიც სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის და რუსეთში რეზერვუარების უმსხვილეს პარკს წარმოადგენს.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ორივე ობიექტი რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში მონაწილეობს, მსგავსი დარტყმები კი გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაციაა და მიზნად რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებას ისახავს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ რუსულ ესკალაციას შორსდამრტყმელი ზომებით პასუხობენ. მისი თქმით, ვოლგოგრადისა და სამარის გარდა, ეფექტიანი მოქმედებები განხორციელდა შავ ზღვაში, ასევე ნიჟნი-ნოვგოროდის, ვორონეჟისა და კრასნოდარის რეგიონებში — ადგილობრივ აეროდრომებზე, საწარმოებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 208 სტატია.

  • Bloomberg: თურქეთი და გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის ზავის საკითხზე მოლაპარაკებებს იწყებენიმედი
  • ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემა ვერ შეათანხმესBM.GE
  • საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდატვ პირველი
  • რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდარუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

ომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

ფორმულა

ბონდო გასვიანი „მედიააკადემიის“ დირექტორი გახდა — გიორგი ფუტკარაძე პოზიციიდან გაათავისუფლეს

ბონდო გასვიანი „მედიააკადემიის“ დირექტორი გახდა — გიორგი ფუტკარაძე პოზიციიდან გაათავისუფლეს

ფორმულა

პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

ფორმულა

უკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა

უკრაინამ ახალი შუა დარტყმის კლასის დრონების წარმოება დაიწყა

ფორმულა