მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნინო ლომჯარიამ პატიმარზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა შეაფასა
ნინო ლომჯარიამ პატიმარზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა შეაფასა

ნინო ლომჯარიამ პატიმარზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა შეაფასა

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მსგავსი ქმედებები სერიოზულ საერთაშორისო და სისხლის სამართლებრივ სტანდარტებს არღვევს.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, სხეულის შემოწმების პროცესში პატიმრისთვის სექსუალური შინაარსის დამცინავი ან მუქარის შემცველი ფრაზების მიმართვა, პროცესისთვის სექსუალური კონტექსტის მიცემასთან ერთად, ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს.

„თუ სხეულის შემოწმების დროს პატიმარს მიმართავენ სექსუალური შინაარსის დამცინავი, ან მუქარის შემცველი ფრაზებით, შემოწმების პროცესს აძლევენ სექსუალური შინაარსის კონტექსტს, აღნიშნული სულ მცირე წარმოადგენს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხოლო თუ ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ნაწილში შეღწევა, იგი უკვე გაუპატიურების სტანდარტს აღწევს“, — აცხადებს ყოფილი ომბუდსმენი.

განცხადებაში ყოფილი სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასაც ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს იმ გარემოებებს, რაზეც მსჯავრდებული ან ბრალდებული სასამართლო სხდომაზე საუბრობს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალადობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • დაანონსებული არ იყო იგი, როგორც ძალადობრივი აქცია... მოგვიანებით, ამგვარი განვითარება, უკვე ინციდენტური ძალადობა იყო - ნიკა გვარამია 4 ოქტომბერზერუსთავი 2
  • მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა – „საფარი“ნეტგაზეთი
  • მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავესტვ პირველი
  • "ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულაBM.GE
ძალადობის →

მსგავსი სტატიები

კალასი: სირიასთან შეთანხმებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება უნდა აისახოს

კალასი: სირიასთან შეთანხმებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება უნდა აისახოს

ფორმულა

POG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

POG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

ფორმულა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ფორმულა

პროკურატურამ მეტროს ვაგონების რემონტის ტენდერებიდან თანხის მითვისებისთვის 4 პირი დააკავა

პროკურატურამ მეტროს ვაგონების რემონტის ტენდერებიდან თანხის მითვისებისთვის 4 პირი დააკავა

ფორმულა