მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ფორმულა|formulanews.ge

ევროკომისიის ინფორმაციით, უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყვეს ფინანსური საჭიროებების დასაფარად და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, იმ პირობებში, როდესაც უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ.

ევროკომისიის ცნობით, აღნიშნული თანხიდან €800 მილიონი პირველად გამოიყოფა უკრაინის მხარდაჭერის სესხის (Ukraine Support Loan) უკრაინის ფონდის (Ukraine Facility) კომპონენტის ფარგლებში.

"იმ დროს, როდესაც უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავს იცავს, ის ასევე აგრძელებს უკრაინის გეგმით გათვალისწინებული ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას.

დღევანდელი ტრანშით ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და მხარს ვუჭერთ ინვესტიციებს, რომლებიც საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის მომავალ აღდგენას. რადგან ევროპული სოლიდარობა კონკრეტულ მხარდაჭერას ნიშნავს.

ევროპა უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის განმარტებით, ეს არის უკრაინის ფონდის ფარგლებში განხორციელებული მერვე გადარიცხვა. ფონდი ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის აღდგენის, რეფორმების დღის წესრიგისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით პროგრესის მხარდასაჭერად.

ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე დარჩენილი პერიოდისთვის უკრაინისთვის ხელმისაწვდომია კიდევ 33.7 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 211 სტატია.

  • BBC: სამხრეთ კორეა უკრაინას „დამატებითი ზომებით“ ემუქრება, თუ კიევი ჩრდილოეთკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს არ მოიხდისიმედი
  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდატვ პირველი
  • რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდარუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

ფორმულა

არასამთავრობოები: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე

არასამთავრობოები: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე

ფორმულა

სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ფორმულა

აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ

აბიტურიენტებს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა 9 ოქტომბრის 18 საათამდე ექნებათ

ფორმულა