მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო

მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოზეც ისაუბრა.

მედვედევის თქმით, თავდაპირველად დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა, რამაც მისი შეფასებით კარგი არაფერი მოუტანა ქვეყანას, მედვედევი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას ხედავს და არასწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

"რაც შეეხება ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, მოკლედ ვიტყვი: ეს არის გამარჯვება იმ ძალებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანას უპირისპირდებიან. ეს არის დასავლური სამყარო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად უბედურ უკრაინას იყენებს...

რაც შეეხება კავკასიას, დიახ, ზოგიერთი სახელმწიფო ახლა იქ რაღაცის არევას ცდილობს. ცდილობენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაყოფას. ეს სიმართლეა. ჩვენ ამას სიფრთხილით ვაკვირდებით.

შეხედეთ, თავდაპირველად დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა. ამან კარგი არაფერი მოიტანა. საქართველო დღემდე ნატოს წევრი არ არის. მის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ესმის, რომ, როგორც ჩანს, ეს არასწორი მიდგომა იყო.

ყოველივე ამან კონფლიქტამდე მიგვიყვანა", - თქვა მედვედევმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა

პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა

ფორმულა

cu: უნივერესიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არაა

cu: უნივერესიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არაა

ფორმულა

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ფორმულა

მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევაა

მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევაა

ფორმულა