
მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევაა
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს სომხეთზეც ისაუბრა.
მედვედევის თქმით, ყველაზე საშიში, რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, არის მისი ახალ უკრაინად გადაქცევა.
"ამჟამად ჩვენს ურთიერთობებს სომხეთთან გამოცდას უტარებენ. სომხეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ განვითარების ვექტორის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ამასაც კარგი არაფერი მოჰყვება.
ყველაზე საშიში, რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, არის მისი ახალ უკრაინად გადაქცევა.
ეს იმის ილუსტრაციაა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენს რეგიონულ პრობლემებს თავად ვაგვარებთ. ჩვენ კავკასიის ნაწილი ვართ. თქვენთან ერთად კასპიის რეგიონის ნაწილიც ვართ.
ჩვენ არავინ გვჭირდება იმისთვის, რომ ვიმეგობროთ, ვივაჭროთ და განვვითარდეთ", - თქვა მედვედევმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge