
მეწყერს თურქეთის ხოფის რაიონში 1 ადამიანი ემსხვერპლა
ფორმულა|formulanews.ge
თურქეთის ართვინის პროვინციის ხოფის რაიონში მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მეწყერი დილით, შავი ზღვის სანაპირო გზაზე, ესენქიის სატვირთო მანქანების პარკში ჩამოწვა. ფერდობიდან ჩამოსულმა ქვებმა და მიწის მასამ პარკში გაჩერებულ სატვირთოებს დაარტყა.
შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი, 45 წლის ქასიმ თოფალოღლუ დაიღუპა. რამდენიმე მანქანა დაზიანდა.
ადგილზე სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონში ახალი მეწყერის საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge