
თურქეთში ოპოზიციური ტელეარხი "სოზჯუ" ეთერიდან გათიშეს - დააკავეს მედიაჰოლდინგის 4 ხელმძღვანელი
რუსთავი 2|rustavi2.ge
თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური ტელეარხი "სოზჯუ" ეთერიდან გათიშა და მის სამართავად სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.
"როიტერის" ინფორმაციით, სტამბოლის პროკურატურის ორდერით რეიდი ჩატარდა - დააკავეს მედიაჰოლდინგის 4 ხელმძღვანელი, მათ შორის თავმჯდომარე.
საქმე ფეთჰულა გიულენის ქსელთან სავარაუდო კავშირებს ეხება. ოპოზიცია მომხდარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს, მთავრობა კი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობს. მედია წერს, რომ 2022 წლიდან "სოზჯუ" მე-6 მედიასაშუალებაა, რომელსაც სახელმწიფომ მმართველი დაუნიშნა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge