მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზურაბიშვილი: ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრება ოცნების მორიგი ფარსია
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრება ოცნების მორიგი ფარსია

ზურაბიშვილი: ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრება ოცნების მორიგი ფარსია

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ 2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი წარუდგინა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ოთხივე კანდიდატურას აბსურდული მიზეზებით არ დაუჭირა მხარი.

ზურაბიშვილის თქმით, ნანა ყეინიშვილის დამტკიცება "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო.

"ქართული ოცნების" მორიგი შეტევა ჩემს წინააღმდეგ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია.

როდესაც მმართველ გუნდს საკუთარი პოლიტიკური გათვლები ჩაეფუშება, ის, ჩვეულ სტილში, ისტორიის გადაწერასა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს. საზოგადოებას შევახსენებ უტყუარ ფაქტებს:

2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი წარვუდგინე: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე კანდიდატურა აბსურდული მიზეზებით ჩააგდო და მათი კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა.

ამის რეალური მიზეზი ერთი იყო: მმართველ გუნდს სურდა, კანდიდატურები წინასწარ მასთან შემეთანხმებინა. მოგვიანებით კი სურდათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, წარადგინა, რათა ეროვნულ ბანკზე სრული პარტიული კონტროლი დაემყარებინა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დასაცავად ამ მოთხოვნაზე ჩემი პრინციპული უარი მიიღეს.

2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციური პარალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, „ოცნების“ პოლიტიკური დევნისა და რეპუტაციული შეტევების გამო, მაღალი დონის დამოუკიდებელ პროფესიონალებს აღარ სურდათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენა; მეორე მხრივ, საბჭოს ვაკანტურად დატოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტს დააბრალებდა ინსტიტუტის პარალიზებას.

სწორედ ამიტომ, მანამდე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები, რომლებიც მათი გუნდის სრული ლუსტრაციისთვის იყო წარდგენილი, გამოიყენეს კრიზისის დროს და შეავსეს საბჭო.

იმ „ოცნებამ“, რომელიც წლების განმავლობაში იწუნებდა წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს „არაკომპეტენტურობის“ საბაბით, ეს ორი კანდიდატი 84 ხმით, ყოველგვარი კითხვების, დებატების, კომპეტენციისა თუ წარსულის გადასინჯვის გარეშე, მყისიერად დაამტკიცა.

აქ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ არ გაუჩნდა „ქართულ ოცნებას“ არცერთი შეკითხვა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს იწუნებდა და მათ კანდიდატურებს უარყოფდა?

პასუხი აშკარაა: მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური ილუზია და გათვლა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ, მორჩილ „მოთამაშეს“ ნიშნავდა.

დღეს, როდესაც ეს გათვლა მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოტანას ცდილობს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი. საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერანაირი იაფფასიანი პროპაგანდისტული ილეთით ვერ გაექცევიან", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინორმაციით, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.

"შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

გასათვალისწინებელია, რომ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.

ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს.

ყეინიშვილი 2012-2016 წლებში "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო, ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • რას პასუხობს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა „ქართულ ოცნებას“ნეტგაზეთი
  • ფინეთის პრეზიდენტის განცხადება და "ქართული ოცნების" შეფასებებირუსთავი 2
  • რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია - "ოცნების" დეპუტატი დავითაძეზეტვ პირველი
  • ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგიიმედი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფორმულა

სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

ფორმულა

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ფორმულა

ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა