მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა დაბომბვით გამოხატა
ზელენსკი: რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა დაბომბვით გამოხატა

ზელენსკი: რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა დაბომბვით გამოხატა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, წერს, რომ დღეს რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქებისთვის "მადლობის ნიშნად" ზაპოროჟიეში საცხოვრებელ შენობებს ხუთი მართვადი საავიაციო ბომბი ესროლა.

"სამწუხაროდ, ამ დროისთვის დადასტურებულია 12 ადამიანის დაღუპვა, მათ შორის სამი ბავშვის. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

კიდევ 14 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ამ დრომდე მიმდინარეობს კიდევ 12 ადამიანის ადგილსამყოფლის გადამოწმება, რომლებიც, შესაძლოა, თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდნენ. ყველა საგანგებო სამსახური ადგილზეა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება", - წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერი შემსუბუქება ისე ესმით, თითქოს ბრძოლის გაგრძელება და ქალაქებში ბომბების ჩამოყრა კვლავ შეუძლიათ.

"საჭიროა განსხვავებული სიგნალების გაგზავნა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს, ამისათვის კი მან საკუთარი დანაკარგები უნდა იგრძნოს.

ამჟამად სწორედ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები უზრუნველყოფს ამას.

რუსეთის დარტყმებს პასუხს გავცემთ.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობს", - აღნიშნავს ზელენსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ტრამპის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBCBM.GE
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ჰერჩინსკი: ყველა ჩვენი მოწოდება საქართველოს მთავრობის მხრიდან უგულვებელყოფილია

ჰერჩინსკი: ყველა ჩვენი მოწოდება საქართველოს მთავრობის მხრიდან უგულვებელყოფილია

ფორმულა

სებ: ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო

სებ: ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო

ფორმულა

რუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს

რუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა

ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა

ფორმულა