მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას
ემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას

ემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას

ფორმულა|formulanews.ge

ემზარ ისაევი, ილია ისაევის მამა, ვის სახლშიც ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, ამბობს, რომ სახლში არანაირი გამათბობელი არ ქონია. მისი თქმით მომხდარზე კითხვები აქვს.

"მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ცენტრალურ გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია კეტავს გაზს. მაქვს რაღაც კითხვები - გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს", - ამბობს ემზარ ისაევი.

ამასთან, ემზარ ისაევის თქმით, ისინი პერიოდულად დადიოდნენ საცხოვრებელ ბინაში. თითქმის ყოველ თვე მიდიოდნენ და გადახდილიც აქვთ გადასახადი, რაც მისივე თქმით, ამონაწერშიც ფიქსირდება.

"თბილისი ენერჯის" თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა. მათი თქმით, კორპუსში გაზის დანადგარების გამართულობა ბოლოს 2026 წლის იანვარში შემოწმდა

"კონკრეტულად ამ პიროვნებასთან, ეს ბინა იყო დაკეტილი, იმიტომ, რომ არ ფიქსირდება არცერთი კუბი ხარჯი 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე. სულ რომ 25 თეთრის გაზი დაეწვა, მიუვიდოდა ელექტრონული ქვითარი. ჩვენ რა ქვითრებიც გვაქვს გაგზავნილი დეკემბრის შემდეგ, არის ნული ლარი", - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ 19 ნოემბერს

ცნობისთვის, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან, 5 კი დაშავდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საია თორნიკე რაზმაძეზე: გარემოებები მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს

საია თორნიკე რაზმაძეზე: გარემოებები მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს

ფორმულა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ფორმულა

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი

ფორმულა

ელჭექი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი -24-26 ნოემბრის პროგნოზი

ელჭექი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი -24-26 ნოემბრის პროგნოზი

ფორმულა