
მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
საგარეოს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
"აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დავიწყე. გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და "შუა დერეფნის" განვითარების ახალი შესაძლებლობები.
ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ", - წერს ბოჭორიშვილი.
აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს წინ უსწრებდა 23 ნოემბერს მომხდარი, როდესაც გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან, მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს.
უცნობია შეეხო თუ არა ბოჭორიშვილი ამ თემას ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე საუბრისას.
საგარეო უწყებას აღნიშნულზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge