
გოგებაშვილზე მომხდარი ჩხუბის შედეგად მოქალაქის დაღუპვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ფორმულა|formulanews.ge
ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge