
კალასი: მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
ფორმულა|formulanews.ge
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს შესახებ მოკლედ ისაუბრებენ, თუმცა ის გამოვა შეთავაზებით, რომ იანვარში სიღრმისეული დისკუსია გაიმართოს.
"საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს", - თქვა კალასმა.
ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს.
საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge