მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ოანა-სილვია ტოიუ: ვგმობ არჩევნებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა
ოანა-სილვია ტოიუ: ვგმობ არჩევნებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა

ოანა-სილვია ტოიუ: ვგმობ არჩევნებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა

ფორმულა|formulanews.ge

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ტოიუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჯაროდ გმობს არჩევნებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა.

ოანა-სილვია ტოიუს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვას ამ ფაქტის შესახებ. მისი თქმით, ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვთ.

"უპირველეს ყოვლისა, საჯაროდ უნდა დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა.

ამის თქმა და მკაფიოდ დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ - ევროპული ოჯახი - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის გარდაქმნას უფრო ძლიერ, უფრო მტკიცე დემოკრატიად. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს დადებითი ნიშანია. თითქოს სწორედ ევროკავშირი იყოს ის მხარე, რომელიც დიალოგს ბოიკოტს უცხადებს. ევროკავშირი მუდამ მზადაა, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებთან და მთავრობებთან, რომლებიც ღიაობას იჩენენ და იცავენ დემოკრატიას, რომლებიც მზად არიან, ოპოზიციას უშუალოდ არჩევნებში გაუწიონ კონკურენცია და არა სხვა ტიპის მექანიზმების გამოყენებით", - თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს.

საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 265 სტატია.

  • უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპატვ პირველი
  • საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებსრუსთავი 2
  • "ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა" - „თბილღვინო“ რუსეთში ქართული სასმელების აკრძალვაზეBM.GE
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჰერჩინსკის რჩევებით საქართველო ევაკუაციამდე მივიდოდა

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჰერჩინსკის რჩევებით საქართველო ევაკუაციამდე მივიდოდა

ფორმულა

კაია კალასი: რუსეთისთვის ვართულებთ იმ იარაღის წარმოებას, რომლითაც უკრაინელებს კლავს

კაია კალასი: რუსეთისთვის ვართულებთ იმ იარაღის წარმოებას, რომლითაც უკრაინელებს კლავს

ფორმულა

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

ფორმულა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ფორმულა