
მაკრონი: რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანულე მაკრონის თქმით, რუსეთ-უკრაინის ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლება შეუძლებელია, ვიდრე ორივე მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეალური რეჟიმი არ დამყარდება.
"ბოლო 48 საათის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს. ყველანი სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საკითხს. დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაქტობრივი საფუძველი პოზიციის შესაცვლელად", - თქვა მაკრონმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისე ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge