მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე რუსულ ემბარგოზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლება
კობახიძე რუსულ ემბარგოზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლება

კობახიძე რუსულ ემბარგოზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლება

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას შეცვლის.

კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მუშაობენ.

"ჩვენ ვერკვევით ამ საკითხში და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება. ამაზე ვმუშაობთ", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს.

კერძოდ, რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის "ნაბეღლავის", იმპორტი აკრძალა.

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარული ზომები მიიღო და რუსეთში დაწესებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით.

კერძოდ, რუსეთი კრძალავს:

თელიანი ველის ღვინოს თბილღვინოს ღვინოს ძმები ასკანელების ღვინოს და კონიაკს ვაინმენის ღვინოს ქართული ლუდის კომპანიის ლუდს საქართველოში დამზადებულ კოკა-კოლას ნაბეღლავს

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 209 სტატია.

  • ჩვენ გვინდა ორივე - აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასირუსთავი 2
  • არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს ივანიშვილს და ნანა ყეინიშვილს შორის - კობახიძეტვ პირველი
  • ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად – კობახიძე დავითაძის საქმის გამოძიებაზენეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

ფორმულა

პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთ

პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთ

ფორმულა

პაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: გაურკვეველია გადაწყვეტილების საფუძველი

პაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: გაურკვეველია გადაწყვეტილების საფუძველი

ფორმულა

მაკრონი: რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს

მაკრონი: რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს

ფორმულა