ორიგინალი
კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
სივილ ჯორჯია·19:07

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია

26 ნოემბერი, 2026 · 19:07

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის გადაწყვეტილებაში, შეეზღუდა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის ღვინის იმპორტი, შესაძლოა „დიფ სთეითის ხელი ურევია“, მათ შორის რუსეთის ოფიციალური პირების საშუალო რგოლის მოსყიდვის გზით.

„დიფ სთეითს აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის მათ შორის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 26 ნოემბერს.

„ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და ეს საკითხი ამოიწურება“, – აღნიშნა მან.

25 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან, თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა. მან იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მოსკოვი არ არის მზად, ქართულ ღვინოზე შეზღუდვები მოხსნას და რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირების საკითხს განიხილავს.

26 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ გალუზინის მიერ დასახელებულ არგუმენტებს „სრული აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი მოლაპარაკებებისგან შეზღუდვების სიის სრულ ანულირებას და საკითხის „ძალიან მარტივად“ მოგვარებას ელოდა.

„თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას… რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია“, – განაცხადა კობახიძემ.

მან პარალელი გაავლო რუსულ შეზღუდვებსა და იმას შორის, რასაც მან ევროპელ ბიუროკრატებსა და პოლიტიკოსებზე „დიფ სთეითის“ გავლენა უწოდა.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. დიფ სთეითის მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს“, – აღნიშნა მან. „მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს“.

მისი თქმით, იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებებში. „აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ დასძინა, რომ დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და რომ მის მიმდინარეობას უნდა განსაზღვრავდეს არა „დიფ სთეითი“, არამედ ობიექტური რეალობა და ობიექტური ინტერესები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ფორმულა·19:14
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • კომერსანტი·18:00
    ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა - ირაკლი კობახიძე
  • ალია·16:34
    “აღარ იქოქება. პირიმზეშია წასაღები შესაკეთებლად” – გვარამია კობახიძეზე
  • პოსტივი·16:28
    პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·16:02

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია·13:06

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული
სივილ ჯორჯია·10:32

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია·17:46

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.