მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: გაურკვეველია გადაწყვეტილების საფუძველი
პაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: გაურკვეველია გადაწყვეტილების საფუძველი

პაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: გაურკვეველია გადაწყვეტილების საფუძველი

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მხრიდან ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გაურკვევლია.

მისი თქმით, საკითხზე მუშაობენ.

"გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის და არა ზოგადად ღვინის მიმართ არის მიღებული. ჩვენთვის გასაკვირი და გაურკვეველია ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ხელისუფლება საკითხში გაერკვევა, ვნახოთ.

იმედია, შეიცვლება ეს გადაწყვეტილება. ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადსხვა აქტორის მხრიდან, ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია", - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს.

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარული ზომები მიიღო და რუსეთში დაწესებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით.

კერძოდ, რუსეთი კრძალავს: ღვინოს "თელიანი ველისგან"; ღვინოს "თბილღვინოსგან"; ღვინო და კონიაკი შპს "ასკანელი ძმებისგან"; ღვინო შპს "ვაინმენისგან"; ლუდი სს "ქართული ლუდის კომპანიისგან"; გაზიანი გამაგრილებელი სასმელი "კოკა-კოლა" საქართველოდან; მინერალური წყალი "ნაბეღლავი" "ჯანმრთელი წყლისგან".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ვინც აღიარებს დანაშაულს, პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედონ, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობარუსთავი 2
  • "ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია" - პაპუაშვილი ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგოს შესახებBM.GE
  • პაპუაშვილი: დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს!ტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილებას ითხოვდა

ფორმულა

პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთ

პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთ

ფორმულა

კობახიძე რუსულ ემბარგოზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლება

კობახიძე რუსულ ემბარგოზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლება

ფორმულა

მაკრონი: რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს

მაკრონი: რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს

ფორმულა