მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. EU-მ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილე 77 პირს სანქციები დაუწესა
EU-მ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილე 77 პირს სანქციები დაუწესა

EU-მ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილე 77 პირს სანქციები დაუწესა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2026 წლის სექტემბერში ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის ე.წ. არჩევნებში მონაწილე 77 პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

სანქცირებულთა შორის 74 კანდიდატია, რომლებიც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ასევე ყირიმის ე.წ. რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში სხვადასხვა პარტიის სახელით იყრიდნენ კენჭს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ამ პირებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობით ხელი შეუწყვეს რუსეთის აგრესიული ომის ლეგიტიმაციის მცდელობასა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შენარჩუნებას.

სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამ წევრსაც, რომლებსაც საბჭო ე.წ. არჩევნების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტით გადაადგილების აკრძალვასა და აქტივების გაყინვას. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ სანქცირებული პირებისთვის თანხების, ფინანსური აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობა.

ევროკავშირმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარება დაგმო და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების, ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.

ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აღიარებს და არასდროს აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ე.წ. არჩევნების ჩატარებას ან მის შედეგებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 267 სტატია.

  • კობახიძეს იმედი აქვს, რომ რუსეთი ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლისტვ პირველი
  • "პუტინი Truth Social-ს არ კითხულობს" - ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული ზავი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეწყვეტსრუსთავი 2
  • "ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთანBM.GE
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →არჩევნებში →

მსგავსი სტატიები

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

ფორმულა

გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის

გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის

ფორმულა

პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდება

პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდება

ფორმულა