მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია
TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია

TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია

ფორმულა|formulanews.ge

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ინფორმაციას აქვეყნებს ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მათი თქმით, პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახლებულ საქმეში ბრალდების მხარეს არ გააჩნია არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება. მათი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები პირის იდენტიფიცირებისთვის სრულიად უვარგისია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი 6 თვის გასვლის შემდეგაც არ არსებობს.

გამოქვეყნებულ ანალიზში აღნიშნულია, რომ ერთადერთი საყრდენი რის საფუძველზეც სახელმწიფო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტულ მიზნებს სდებს ბრალად არის ოდოროლოგიური ექსპერტიზა.

"ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურიდიული შეფასებით ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით. ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

სიკორსკი: სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა

ფორმულა

მერცი: რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

მერცი: რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

ფორმულა

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

ფორმულა

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ფორმულა