ორიგინალი
დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე - ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის შესაბამისობით განხორციელდა - ამის ცალკეული მიმართულებით წაყვანას ეცადნენ ქვეყნის შიგნით, ხოლო გარედან განცხადებებს სიზუსტე აკლდა
ინტერპრესნიუსი·16:24

დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე - ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის შესაბამისობით განხორციელდა - ამის ცალკეული მიმართულებით წაყვანას ეცადნენ ქვეყნის შიგნით, ხოლო გარედან განცხადებებს სიზუსტე აკლდა

27 ნოემბერი, 2026 · 16:24

ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, „მატჩის წინ და უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები არ იქცეოდნენ სათანადო წესით”

„მატჩის წინ და უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები არ იქცეოდნენ სათანადო წესით. ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იყო კონკრეტული პროვოკაციული მოქმედებები, ასევე თამაშის დროს იყო კონფლიქტი, რა დროსაც ჩაერია პოლიცია. პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა, საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა ის, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. თუმცა ამ ყველაფერს სხვა კონტექსტით ეცადნენ, ცალკეული მიმართულებით წაეყვანათ ქვეყნის შიგნით ოპოზიციას მისი ამ თემასთან დაკავშირებით არსებული გამოხმაურებებით, ასევე, სიზუსტე აკლდა ცალკეულ განცხადებებს, რომელსაც ქვეყნის გარედან ვისმენდით ჩვენ.

საბოლოო ჯამში, ფეხბურთია, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცები, არაერთგზის გვინახავს მსოფლიოში, თუმცა ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სავსებით მართებულად, საქართველოში მართებთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოქცევა და ის ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც პრინციპში კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა”, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერების განცხადებებს ინციდენტთან დაკავშირებით და მათი პოზიცია ანტიქართულად შეაფასა.

„საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ ერთიანდებიან და არა ქვეყნის დასაცავად, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ისე რომ, აქ რომ ამ კონკრეტულ მოცემულობაში რომ ანტიქართული პოზიცია დაიკავეს, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის. ეს კიდევ ერთხელ მათი სახეა, მათ ის არგუმენტია, რომელიც ახლა სამართალთან და საკონსტიტუციო სამართალთან რამდენად შემხებლობაშია ერთი საკითხია, მაგრამ საზოგადოების თვალსაზრისი, როგორ კიდევ უფრო მეტად მყარდება, თუ რა ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ ძალასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, აი ეს არის იმის დასტური”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე - ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის შესაბამისობით განხორციელდა - ამის ცალკეული მიმართულებით წაყვანას ეცადნენ ქვეყნის შიგნით, ხოლო გარედან განცხადებებს სიზუსტე აკლდა

თემა: ბათუმში

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • იმედი·14:58
    ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
  • სპორტოლი·14:50
    "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
ბათუმშიმომხდარიმხრიდან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·16:45

სულხან თამაზაშვილი - UEFA-ს მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის, ისრაელის და საქართველოს დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ გამოყენებულიყო - თანამშრომელი, რომელმაც ქომაგს დროშის აღებისკენ მოუწოდა, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კომპანიიდან იყო

სულხან თამაზაშვილი - UEFA-ს მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის, ისრაელის და საქართველოს დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ გამოყენებულიყო - თანამშრომელი, რომელმაც ქომაგს დროშის აღებისკენ მოუწოდა, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კომპანიიდან იყო
ინტერპრესნიუსი·16:34

ლატვიის შეიარაღებული ძალები - დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია

ლატვიის შეიარაღებული ძალები - დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია
ინტერპრესნიუსი·16:13

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის საკითხს განიხილავენ

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის საკითხს განიხილავენ
ინტერპრესნიუსი·14:47

ნოდარ სირბილაძე - იმპორტზე ახალი გადასახადის ამოქმედების გამო, საქართველოში ტანსაცმელი მალე გაძვირდება - არსებობს საფრთხე, ამის დასაბალანსებლად მთავრობამ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი გააუქმოს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს

ნოდარ სირბილაძე - იმპორტზე ახალი გადასახადის ამოქმედების გამო, საქართველოში ტანსაცმელი მალე გაძვირდება - არსებობს საფრთხე, ამის დასაბალანსებლად მთავრობამ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი გააუქმოს, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.