მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გახსნა
ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გახსნა

ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გახსნა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში ოფიციალურად კიდევ ორი კლასტერი გახსნა. ამის შესახებ European Pravda ლუქსემბურგიდან იუწყება.

გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის მთავრობათაშორის კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ევროკავშირის საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.

ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, თომას ბირნის განცხადებით, გაიხსნა მეორე კლასტერი - „შიდა ბაზარი“ და მესამე კლასტერი - „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“.

„მოვუწოდებთ უკრაინას, გააგრძელოს რეფორმების გატარება, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტური საკითხების კლასტერში“, - განაცხადა ბირნმა.

მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერი ვსევოლოდ ჩენცოვი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გასახსნელად უკრაინას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევდა.

კლასტერების გახსნას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა. გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რათა უნგრეთის ვეტო მოეხსნათ.

კლასტერების გახსნა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის ნაწილია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • „დავაკვირდებით ევროკავშირს“ - საქართველო ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს|პაატა კვიჟინაძეBM.GE
  • "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ - დაიბარებენ თუ არა პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროშირუსთავი 2
  • ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდისტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს

ფორმულა

უნგრეთის პარლამენტმა ორბანის ანტი-LGBTQ კანონმდებლობა გააუქმა

უნგრეთის პარლამენტმა ორბანის ანტი-LGBTQ კანონმდებლობა გააუქმა

ფორმულა

რუსულ-ფრანგული დაპირისპირება ინდოეთის ოკეანეში: სანქციებიდან „მეკობრეობის“ ბრალდებამდე

რუსულ-ფრანგული დაპირისპირება ინდოეთის ოკეანეში: სანქციებიდან „მეკობრეობის“ ბრალდებამდე

ფორმულა

საპატრიარქომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ მცხეთობის დღესასწაულზე აკრედიტაცია გაუუქმა

საპატრიარქომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ მცხეთობის დღესასწაულზე აკრედიტაცია გაუუქმა

ფორმულა