მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამს
ზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამს

ზელენსკი: ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ რუსეთი ნაბიჯს არ დგამს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე განზრახ 76-ჯერ მიიტანა იერიში.

ზელნსკის თქმით, ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების შემსუბუქებისა თუ მიღწეული შეთანხმებების საპასუხოდ რუსეთი არანაირ საპასუხო ნაბიჯებს არ დგამს.

"პირიქით, ის ნებისმიერ სიგნალს, რომელიც შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აჩენს, იმის მტკიცებულებად აღიქვამს, რომ ომზე ფსონის დადება ამართლებს და ბრძოლის გაგრძელება შეუძლია", - აღნიშნავს ზელენსკი.

ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს დარტყმები განხორციელდა ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში მდებარე ელექტროქვესადგურებზე.

"ათიათასობით ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ.

გასული ღამის განმავლობაში რუსებმა ჩვენს რეგიონებში საცხოვრებელ შენობებსაც დაარტყეს. ამ დროისთვის დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ორი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

დღეს დილით ვოლინის ოლქში სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა დარტყმა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

ჯამში, გასული ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2 700 დამრტყმელი დრონი, 1 700 საავიაციო ბომბი და 66 რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო.

ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია - რუსეთი ცდილობს, ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვიოს.

ომი სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება და არა იმიტომ, რომ უკრაინა კანონიერად იცავს თავს.

მშვიდობის მიღწევის შანსი რომ გაჩნდეს, ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა გაძლიერდეს.

მადლობა ყველას, ვისაც ეს ესმის და დახმარებას გვიწევს", - წერს ზელენსკი.

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით" გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 18 ოქტომბერიდან ძალაში უნდა შესულიყო.

ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.

ტრამპის, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 290 სტატია.

  • ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის 54% რუსეთზე მოდის|TOP-10 კომპანიაBM.GE
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა

თბილისში 2 ადამიანი დაჭრა - დაკავებულია 3 პირი

თბილისში 2 ადამიანი დაჭრა - დაკავებულია 3 პირი

ფორმულა

უკრაინული დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

ფორმულა

საფრანგეთში პროტესტი გამწვავდა - დაიწვა ლიმოჟის მერია

საფრანგეთში პროტესტი გამწვავდა - დაიწვა ლიმოჟის მერია

ფორმულა