
მარნეულის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი
ფორმულა|formulanews.ge
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
"დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge