
მაკრონი: ვინც თავს დაესხა პრეფექტურებს, კომერციულ ობიექტებს, მერიის შენობებს - დაისჯებიან
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო ქვეყნის მასშტაბით არეულობა.
მაკრონის თქმით, ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა ვანდალიზმსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებში, პასუხს აგებს და დაისჯება.
"ჩვენს რესპუბლიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს.
ისინი, ვინც დააზიანეს და თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და კომერციულ ობიექტებს, გაძარცვეს და გაპარტახებამდე მიიყვანეს ჩვენი მერიის შენობებიც კი, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან.
სამართალდამცავებს, რომლებიც დემონსტრაციის უფლების დაცვას უზრუნველყოფენ, მინდა ვუთხრა, რომ მთელი ერი მათ მხარს უჭერს.
ჩვენ ყველა ერთად დავდგებით ქაოსის მთესველთა წინააღმდეგ - მათ წინააღმდეგ, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ინსტიტუტების დანგრევაა და რომლებიც მშვიდობიანად საკუთარი მოთხოვნების გამომხატველ ადამიანებს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ", - წერს მაკრონი.
საფრანგეთში სკოლის პირობების გამო სტუდენტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები, ქვეყნის მასშტაბით უფრო ფართო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.
დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს.
ქალაქ ლიმოჟში მერიაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა შენობის სახურავის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს რამდენიმე ძვირადღირებული ბრენდის შენობების დაზიანებისა და ძარცვის ფაქტები, მათ შორის CELINE-ის, Dior-ის, Burberry-ს და Louis Vuitton-ის მაღაზიებში.
დემონსტრანთა თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება და კიდევ უფრო გამწვავდება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge