მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო
ოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო

ოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პარტიების აკრძალვის თემაზე ევროკავშირის წარმომადგენელთა უარყოფითი შეფასებების შესახებ.

ოცნების საგარეოს თქმით, სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.

სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები", - ნათქვამია განცხადებაში.

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება.

პარტიების აკრძალვის საკითხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. მათი შეფასებით, კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიიღეს, შესაძლოა, თავად უქმნიდეს კონსტიტუციას სერიოზულ საფრთხეს.

თემაზე ასევე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვა. კომისია კანონმდებლობას უარყოფითად აფასებს და სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნია მისი მიღება.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვასთან და ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და პლურალიზმის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასებატვ პირველი
  • დღეს, "ოცნების" ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებაBM.GE
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →საგარეო →

მსგავსი სტატიები

ამოიღეს 12 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ამოიღეს 12 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ფორმულა

შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, აიძულებდნენ გათხოვებას - დაკავებულია 3 პირი

შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, აიძულებდნენ გათხოვებას - დაკავებულია 3 პირი

ფორმულა

ზელენსკი: მარკო რუბიოს ვესაუბრე, მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნის

ზელენსკი: მარკო რუბიოს ვესაუბრე, მადლობელი ვარ მისი დახმარების მზადყოფნის

ფორმულა

პენსიონერებს ატყუებდა, სესხებს ააქტიურებდა, დაეუფლა 43 792 ლარს - დაკავებულია 1 პირი

პენსიონერებს ატყუებდა, სესხებს ააქტიურებდა, დაეუფლა 43 792 ლარს - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა