მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებსა და დროს კარგავს
ზელენსკი: უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებსა და დროს კარგავს

ზელენსკი: უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებსა და დროს კარგავს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის მუდმივი თავდასხმების შედეგად ადამიანურ დანაკარგებს განიცდის და დრო იკარგება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ცდილობს კიევი რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერებას და ომის დასრულებას.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ომის გაგრძელება განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს ბავშვებზე, რომლებსაც ნორმალური ცხოვრებისა და ბავშვობის შესაძლებლობა არ აქვთ.

„რაც შეეხება იმას, ვაგებთ თუ არა ომს — რა თქმა უნდა, ომს არ ვაგებთ. მაგრამ რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებს ვკარგავთ. ადამიანებსა და დროს ვკარგავთ, რადგან ჩვენი შვილები რეალურ ცხოვრებასა და ბავშვობას ვერ ხედავენ, ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს ყველას ეხება. სწორედ ამიტომ გვინდა, ომი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ უკრაინას ომის დასრულების გზაზე პარტნიორები — ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები დაეხმარებიან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმის განსახილველად.

„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მზად ვართ. და ღმერთმა ქნას… ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები მტკიცედ დგანან ბრძოლის ველზე და ეს მეხმარება, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს ძლიერი ვიყო“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია როგორც ბრძოლის ველზე პოზიციების შენარჩუნება, ისე ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ომის დასრულებისა და მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას გააჩენს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 294 სტატია.

  • ევროკავშირი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას გეგმავსBM.GE
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩებარუსთავი 2
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: უკრაინა და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ერთობლივ წარმოებას აძლიერებენ

ზელენსკი: უკრაინა და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ერთობლივ წარმოებას აძლიერებენ

ფორმულა

სკოტ ბესენტის თქმით დემოკრატები ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეაჩერებენ

სკოტ ბესენტის თქმით დემოკრატები ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეაჩერებენ

ფორმულა

დავით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კვლავ „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს

დავით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კვლავ „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს

ფორმულა

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

ფორმულა