მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა ქართული ოცნების წევრების დაკითხვაზე
პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა ქართული ოცნების წევრების დაკითხვაზე

პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა ქართული ოცნების წევრების დაკითხვაზე

ფორმულა|formulanews.ge

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნების წევრების მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ანი წითლიძის განცხადებით, ისინი ითხოვენ ქართული ოცნების იმ წევრების დაკითხვას, რომლებიც "დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენენ, მაშინ კი ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ".

საუბარია შემდეგ პირებზე: ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ყოფილი შს მინისტრი გეკა გელაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ "პლენუმმა ვერ დაინახა კონკრეტული შემხებლობა საქმესთან დაკავშირებით, სარჩელთან დაკავშირებით, თუ რას დაადასტურებენ ეს მოწმეები".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • "ოცნების საწარმო შევიძინეთ" - უნიფორმების მწარმოებელი "არტე" ფართოვდებაBM.GE
  • ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • ივანიშვილმა "ოცნების" წევრები გააფრთხილა - ანი მიროტაძის შეფასებატვ პირველი
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

ფორმულა

კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდება

კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდება

ფორმულა

ხატია დეკანოიძემ ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ხატია დეკანოიძემ ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ფორმულა

პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა

პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა

ფორმულა