მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს თითქმის 1 000 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს თითქმის 1 000 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს თითქმის 1 000 ადამიანი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების მორიგ დღეს, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, თითქმის 1 000 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს გამართულ აქციებში დაახლოებით 410 000 ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების შეფასებით კი - დაახლოებით 800 000. ქვეყანაში წესრიგის დასაცავად 70 000 პოლიციელი იყო მობილიზებული.

დემონსტრაციების დიდი ნაწილი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა დღის ბოლოს პარიზსა და სხვა ქალაქებში ვითარება დაიძაბა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მარსელში ცეცხლი წაუკიდეს ქუჩის ბარიკადებს, ბორდოში კი აქციის მონაწილეებმა მაღაზიის ვიტრინების დაზიანება სცადეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მისივე ინფორმაციით, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა - ერთი ტულუზაში, მეორე კი კლერმონ-ფერანში.

აქციები ცხოვრების გაძვირებასა და სკოლებში არსებულ მძიმე პირობებს უკავშირდება. დემონსტრანტები ასევე გამოხატავენ უკმაყოფილებას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკის მიმართ.

გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციებს თან ახლდა ძალადობა, ძარცვა და შენობების დაზიანება. მომხდარის შედეგად 2 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაზიანდა 2 000-ზე მეტი მაღაზია და სხვა ბიზნესი.

საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკოსები არეულობის გამო პასუხისმგებლობას მაკრონსა და მის მინისტრებს აკისრებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნა

უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნა

ფორმულა

მასკი: უკრაინამ Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია - უკრაინაბრალდებას უარყოფს

მასკი: უკრაინამ Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია - უკრაინაბრალდებას უარყოფს

ფორმულა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

ფორმულა

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ფორმულა