
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა
ფორმულა|formulanews.ge
ფოთში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა. შემთხვევას წინ ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მანამდე ოთახში ბუნებრივი აირიც გაუშვა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge