
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. სანდერს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა (სსსკ 225-ე მუხლი) და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებაში (სსსკ 317-ე მუხლი) ედებოდა, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
„დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულისწყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 - ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებით და ასაკოვანი ხალხით, 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა“,- განაცხადა ნანა სანდერმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge