მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებენ
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებენ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებენ

ფორმულა|formulanews.ge

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებს აფასებენ.

ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილებები გამოიწვევს ნაკლებად გადამოწმებად საარჩევნო შედეგებს, შეზღუდულ სასამართლო კონტროლს და კიდევ უფრო ცენტრალიზებულ საარჩევნო ადმინისტრირებას.

აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს მიერ შედგენილი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით. ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას.

ორგანიზაციების თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა უნდა შეფასდეს ბოლო წლებში დამკვიდრებული პერსონიფიცირებული კანონშემოქმედებისა და რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში, როდესაც სამართლებრივი წესები სულ უფრო მეტად ერგება მმართველი ჯგუფის ინტერესებს, ხოლო საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები თანმიმდევრულად სუსტდება.

"როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, ინიციატივის მომზადებას წინ არ უძღოდა საჯარო დისკუსია ან წინასწარი კონსულტაციები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, არც საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ფართო პროფესიული და საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური გადასინჯვა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს. ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის საარჩევნო სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც, საარჩევნო რეფორმები უნდა ეფუძნებოდეს ღიაობას, პროგნოზირებადობასა და ინკლუზიურ დიალოგს", - ნათქვამია შეფასებაში

"ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს ცვლის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას უცნობი წარმოშობის ვარდისფერი ფხვნილის შესახებ აფრთხილებს

ფორმულა

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვის შემოღებას გეგმავს

ფორმულა

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს

ფორმულა