მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. თამარ ივერი ბიძინა ივანიშვილს ცხოველების მიმართ სისასტიკის ფაქტებზე რეაგირებას სთხოვს
თამარ ივერი ბიძინა ივანიშვილს ცხოველების მიმართ სისასტიკის ფაქტებზე რეაგირებას სთხოვს

თამარ ივერი ბიძინა ივანიშვილს ცხოველების მიმართ სისასტიკის ფაქტებზე რეაგირებას სთხოვს

ფორმულა|formulanews.ge

საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანაში უსახლკარო ცხოველების მიმართ არსებულ მძიმე ვითარებასა და სავარაუდო სადისტურ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვს.

ივერის განცხადებით, ცხოველთა დამცველები ყოველდღიურად აწყდებიან ქუჩის ძაღლების უკანონო გაქრობისა და განადგურების ფაქტებს. მისი შეფასებით, პრობლემა კრიტიკულ ზღვარს გასცდა და საზოგადოებაში უდიდესი აღშფოთების მუხტი შექმნა. მომღერალი აღნიშნავს, რომ უსახლკარო ცხოველებსაც ისევე სტკივათ და გააჩნიათ მადლიერების გრძნობა, როგორც შინაურ, პრივილეგირებულ გარემოში მყოფ ოთხფეხებს.

„უმორჩილესად გთხოვთ, დადექით გულანთებული და აღშფოთებული ქართველი ცხოველთა მოყვარულების გვერდით. გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ, გამოააშკარავეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ ეს პირსისხლიან ზოოფაშისტთა გუნდი! მოითხოვეთ 24/7 Live ინტერნეტ კამერა ყველა თავშესაფარში, რომ მათი საქმიანობა მართლაც გამჭვირვალე იყოს და ნებისმიერმა მოქალაქემ თვალი ადევნოს ცხოველთა ყოფას. ეს ბევრ ჭუჭყსა და შეკითხვას გააბათილებს“.

მომღერლის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის სახით აუცილებელია აღნიშნული შემთხვევების ობიექტური გამოძიება, დამნაშავეთა სამაგალითო დასჯა და ყველა თავშესაფარში 24-საათიანი ონლაინ ვიდეოკამერების დამონტაჟება, რათა საზოგადოებას ნებისმიერ დროს შეეძლოს ცხოველთა ყოფაზე თვალყურის დევნება.

მიმართვის ბოლოს მომღერალი ხაზს უსვამს საკითხის სოციალურ-პოლიტიკურ მხარესაც და აღნიშნავს, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის უკიდურესად სენსიტიურია, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მმართველი გუნდისადმი ამომრჩევლის განწყობაზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს: ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა "პიკასოს ბიჭმა"?ტვ პირველი
  • ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?BM.GE
  • "დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზერუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

ფორმულა

სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა

სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა

ფორმულა