მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა
ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა

ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა.

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და მსგავსი ნორმა მასში მითითებული არ არის.

ადვოკატის თქმით, თუ, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ღარიბაშვილი მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გენერალური პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

"როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში", - თქვა ადვოკატმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორიტვ პირველი
  • ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყოBM.GE
  • ჩემ მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი და კომბინირებული დანაშაული – ღარიბაშვილინეტგაზეთი
  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურარუსთავი 2
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

მიტროპოლიტი იობის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა

მიტროპოლიტი იობის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა

ფორმულა

სახალხო დამცველმა პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სახალხო დამცველმა პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

ფორმულა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ფორმულა

კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ

კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ

ფორმულა