
ინტერპოლით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 1 და უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ფორმულა|formulanews.ge
ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდნენ. კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იძებნებოდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge