მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინის განმეორებითი თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდის თაღი ჩამოინგრა
უკრაინის განმეორებითი თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდის თაღი ჩამოინგრა

უკრაინის განმეორებითი თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდის თაღი ჩამოინგრა

ფორმულა|formulanews.ge

რუსული მხარის ინფორმაციით, 17 ნოემბრის ღამეს ყირიმის ხიდზე განხორციელებული განმეორებითი თავდასხმის შედეგად დაზიანდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მონაკვეთები.

უკრაინული წყაროების ცნობით, ხიდის 270 მეტრზე მეტი სიგრძის თაღოვანი კონსტრუქცია ჩამოინგრა.

რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ადმინისტრაციის განცხადებით, მომხდარის შედეგად ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა იმოსახლეობას, ასევე ნახევარკუნძულის სტუმრებს, მოუწოდა, თავი შეიკავონ ხიდისკენ გადაადგილებისგან.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, 17 ნოემბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული განმეორებითი თავდასხმის შედეგად ხიდის ორივე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეწყდა. უწყების ინფორმაციით, სპეციალისტები დაზიანების მასშტაბს სწავლობენ.

მანამდე, პირველი თავდასხმა ხიდზე ორშაბათს, 16 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც ხიდის ლითონის თაღის ნაწილი დაზიანდა, რამაც მისი გადახრა გამოიწვია. ხიდთან ახლოს დამონტაჟებულმა ორმა Pantsir-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემამ ვერ შეძლო თავდასხმის მოგერიება

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს დაიკავა და ანექსია მოახდინა. ხიდის მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და ის 2018 წელს გაიხსნა. პროექტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინფრასტრუქტურულ სიმბოლოდ იქცა - გახსნის ცერემონიას თავად პუტინი დაესწრო.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხიდი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მისი მეშვეობით ხდებოდა რუსეთის ძალების მომარაგება უკრაინის სამხრეთ მიმართულებაზე.

უკრაინა ხიდს სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს სწორედ მისი ლოგისტიკური მნიშვნელობის გამო. 2022 და 2023 წლებში მასზე განხორციელებულმა თავდასხმებმა ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და გადაადგილება დროებით შეაფერხა.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება ქერჩის ხიდის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას და როდის განახლდება საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი "გაანეიტრალა" - ზელენსკიBM.GE
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ფორმულა

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

ფორმულა

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

ფორმულა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

ფორმულა