მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საია თორნიკე რაზმაძეზე: გარემოებები მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს
საია თორნიკე რაზმაძეზე: გარემოებები მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს

საია თორნიკე რაზმაძეზე: გარემოებები მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის საქმეს.

საიას თქმით, რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.

საიას შეფასებით, აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო აქტივისტის მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს, ამასთან ისინი იმპერსონაციის კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს სხვა პირის იდენტობის გამოყენებას ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავად ეს პირი საუბრობს, აკეთებს კონკრეტულ განცხადებას ან ახორციელებს გარკვეულ ქმედებას.

"ცრუ ინფორმაციის გავრცელებას თან ახლავს პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ციფრულ სივრცეში გავრცელებულმა ყალბმა მასალებმა შესაძლოა ონლაინგარემოს მიღმაც გამოიწვიოს პირის შევიწროება, საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას და შეაფერხოს მისი საზოგადოებრივი საქმიანობა. ეს ყოველივე საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, უსაფრთხოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დროულად შეაფასოს ეს რისკები, მიიღოს სათანადო დამცავი ზომები და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.

23 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.

კერძოდ, რაზმაძის ინფორმაციით, "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში მისი ტელეფონის ნომერი ვრცელდება მინაწერით, თითქოს ის ნარკოტიკს ყიდის.

"ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს", - დაწერა რაზმაძემ.

"მითების დეტექტორის" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას

ემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას

ფორმულა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ფორმულა

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი

ფორმულა

ელჭექი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი -24-26 ნოემბრის პროგნოზი

ელჭექი, თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი -24-26 ნოემბრის პროგნოზი

ფორმულა