ორიგინალი
კობახიძის თქმით, რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს
BM.GE·14:16

კობახიძის თქმით, რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს

26 ნოემბერი, 2026 · 14:16

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ორი ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს. მისი განცხადებით, შეხვედრები ამ ორ ქალაქში მონაცვლეობით უნდა ჩატარდეს, ხოლო მოსკოვში საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გაემგზავრება და არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე თანამდებობას ერთი და იგივე პირი, გიორგი ზურაბაშვილი იკავებს.

კობახიძე აცხადებს, რომ ამ ფორმატით შეხვედრების გამართვა არ ქმნის რაიმე რისკს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრები არ ეწინააღმდეგება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას.

„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.

აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.

ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის.

მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მოსკოვში ქართული დროშის განთავსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს 19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდა. ეს იყო ორ ქვეყანას შორის განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა. მხარეებმა შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ზურაბაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასთან ერთად ასრულებს. სწორედ ამ სტატუსის გათვალისწინებით, კობახიძე ხაზს უსვამს, რომ მოსკოვში ვიზიტისას ზურაბაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში გაემგზავრება.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხია და ამ საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძის თქმით, რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
რუსეთისთბილისშიკობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·14:19

Lukoil-ის გლობალური აქტივებს ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოილის და აშშ-ის სახელმწიფო ფონდის DFC-ის კონსორციუმი შეიძენს

Lukoil-ის გლობალური აქტივებს ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოილის და აშშ-ის სახელმწიფო ფონდის DFC-ის კონსორციუმი შეიძენს
BM.GE·14:01

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაშავდა 7 ადამიანი

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაშავდა 7 ადამიანი
BM.GE·13:55

კობახიძე რუსეთის მიერ შვიდი ქართული კომპანიის დასანქცირების საბაბს "აბსურდულს" უწოდებს

კობახიძე რუსეთის მიერ შვიდი ქართული კომპანიის დასანქცირების საბაბს "აბსურდულს" უწოდებს
BM.GE·13:48

"სექტორს სერიოზული დანაკარგი აქვს" - გენერაციის შეზღუდვები გრძელდება

"სექტორს სერიოზული დანაკარგი აქვს" - გენერაციის შეზღუდვები გრძელდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.