ირაკლი კობახიძე - ასეთი წარმატებები ქმნის საბოლოო ჯამში ჩვენი სპორტის წარმატებას და ამას სჭირდება ხელშეწყობა
მინდა, ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ.
"მინდა აღვნიშნო გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული წარმატება. მინდა, ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ.
ასევე, ცალკე მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას განსაკუთრებული თამაში, რომელიც ყოველ ჯერზე გვაკვირვებს თავისი ნამდვილი სპორტული გმირობით.
ასევე, „იბერიას“ მინდა მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება „კონფერენს ლიგაზე“. ასეთი წარმატებები, რა თქმა უნდა, ქმნის საბოლოო ჯამში ჩვენი სპორტის წარმატებას და ბუნებრივია, ამას სჭირდება ხელშეწყობა“, - განაცხადა კობახიძემ.
