ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
ფრონტნიუსი·21:06

ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან

27 ნოემბერი, 2026 · 21:06

პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში დაეცვათ წესრიგი, უზრუნველეყოთ წესრიგის დაცვა, აღიკვეთა პროვოკაციები და თითოეული მათგანი, თითოეული პოლიციელი ჩვენგან იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები.

"სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის, მათ შორის ესეც არ იყო გამონაკლისი შემთხვევა.

ზოგადად, მინდა აღვნიშნო, როდესაც საქმე ეხება ამ მატჩის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის. როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობდნენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი.

თუმცა, საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა პოლიციელს ამისათვის. მოვუწოდებ ყველა უკვე ქართველ პროვოკატორს, აქ საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც იყენებენ პროვოკაციული განცხადებებისთვის ასეთ შემთხვევებს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·00:59
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • რუსთავი 2·00:27
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
  • კომერსანტი·00:00
    მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
  • პოსტივი·22:37
    ირაკლი კობახიძე: „USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·23:45

ზელენსკი - ლიბიაში ოპერაცია ევროპასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩატარდა

ზელენსკი - ლიბიაში ოპერაცია ევროპასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩატარდა
ფრონტნიუსი·21:24

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
ფრონტნიუსი·21:07

ირაკლი კობახიძე - USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში

ირაკლი კობახიძე - USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში
ფრონტნიუსი·20:55

ირაკლი კობახიძე - მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის

ირაკლი კობახიძე - მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.