ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას
ფრონტნიუსი·21:46

ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას

28 ნოემბერი, 2026 · 21:46

ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური რესურსი, გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, კონსტიტუციურ პრინციპებს. ამას ეფუძნებოდა ის კანონი, რომელიც მივიღეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, უცხოური დაფინანსება და მისი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირება პოლიტიკასთან ყოველთვის რისკის შემცველია.

"რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, კანონის მიღებას აქვს თავისი საფუძველი და ბოლოდროინდელი მოვლენებიც, ვფიქრობ, ამას ადასტურებს. რეალურად ხდებოდა რა - რა თქმა უნდა, იყო და არის ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური მოტივით არ ხარჯავენ ფულს ჩვენს ქვეყანაში და დღესაც შემოდის არაერთი გრანტი. თქვენ იცით, რომ ახალი კანონია მიღებული, "გრანტების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოდის საგრანტო განაცხადები, ჩვენ ვიძლევით თანხმობას გრანტის გაცემაზე უცხოური ორგანიზაციის მხრიდან და სადაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური საფუძველი ან მიზანი არ აქვს რომელიმე გრანტს, ამ შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს თანხმობას. თვითონაც ფილტრავენ, ბუნებრივია, შესაბამის განაცხადებს, როგორც ჩანს, შესაბამისი ორგანიზაციები. მთლიანობაში, დაახლოებით 95%-ია ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ შეიძლება უცხოური დაფინანსება იყოს პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი, შეიძლება არ იყოს პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი. თუმცა ზოგადად, რისკები რჩება რისკებად. ზოგადად უცხოური დაფინანსების დაკავშირება პოლიტიკასთან არის პრობლემა. ეს ჩვენი კონსტიტუციითაც არის მოწესრიგებული და ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით არის მოწესრიგებული. ასევე, რაც შეეხება დროის ინტერვალს, რომელიც არის დადგენილი - ესეც ზოგადად სხვა მიმართულებებით თუ შეხედავთ, არის მიღებული პრაქტიკა. არსებობს, მაგალითად, თუნდაც ბინადრობის ცენზი - ადამიანს მოეთხოვება გარკვეული ბინადრობის ცენზი იმისათვის, რომ ისარგებლოს, მაგალითად პასიური საარჩევნო უფლებით. აქაც ამ დროის ინტერვალის დადგენა ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკურ არგუმენტებს. საბოლოო ჯამში, უცხოური დაფინანსება და მისი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირება პოლიტიკასთან ყოველთვის არის რისკის შემცველი. უფრო მეტიც, ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას. აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური რესურსი, გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, კონსტიტუციურ პრინციპებს. და ამას ეფუძნებოდა ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ფორმულა·15:17
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • ტვ პირველი·13:07
    უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
  • პალიტრა ნიუსი·12:59
    „დაასახელონ, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს“ - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს
  • რუსთავი 2·10:08
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·21:49

ირაკლი კობახიძე - ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობა

ირაკლი კობახიძე - ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობა
ფრონტნიუსი·21:45

ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით

ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით
ფრონტნიუსი·21:42

ირაკლი კობახიძე - თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე

ირაკლი კობახიძე - თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე
ფრონტნიუსი·21:38

ირაკლი კობახიძე - არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები

ირაკლი კობახიძე - არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.