ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით
ფრონტნიუსი·21:45

ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით

28 ნოემბერი, 2026 · 21:45

არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

"პირველ რიგში, რაც შეეხება მძიმე მემკვიდრეობას. არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, მაგალითად ოკუპაცია. ეს არის ისეთი საკითხი, რაც დაგვიტოვეს მძიმე მემკვიდრეობად. 2008 წელს დაიწყეს ომი, ამის შემდეგ განხორციელდა 20%-ის ოკუპაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, დაიწყო თუ არა ომი საქართველომ.

"სააკაშვილმა დაიწყო და მერე ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ეს ცნობილი საკითხია და იცით ჩვენი პოზიცია. სააკაშვილმა თვითონ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გაიზარდა, ანუ ომში გადაიზარდა ესკალაცია სწორედ ცხინვალის დაბომბვით. ამას მოაწერეს ხელი თვითონ.

ოკუპაცია არის მძიმე საკითხი, რაზეც, რა თქმა უნდა, პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ამაზე თავისი ობიექტური მიზეზები გვაქვს და აქ აბსოლუტურად სწორია იმის აღნიშვნა, რომ მემკვიდრეობაა, რაც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. რაც შეეხება გარეჯის საკითხს, აქაც გასაყიდად გაამზადეს გარეჯი და მაგიტომ გამოვიდა სააკაშვილი და მაგიტომ აცხადებდა, რომ სიმაღლე უნდა გადაგვეცა. როდესაც ასეთი მემკვიდრეობა დაგხვდება, როდესაც წინა ხელისუფლებას გასაყიდად ჰქონდა გამზადებული გარეჯი, აქაც ძალიან რთულია პროგრესის მიღწევა, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს საუბრები ჩვენს მეგობრებთან და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ შედეგის მიღწევას. ეს არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზე.

არის საკითხები, სადაც ასევე დაგვხვდა მძიმე მემკვიდრეობა, მაგრამ სადაც ჩვენ გვქონდა ბერკეტები ფუნდამენტური პროგრესის მისაღწევად, მაგალითად, ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკა დაგვიტოვეს, ასევე აქაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 100 მილიარდს არის გადაცდენილი საქართველოს ეკონომიკა“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რის ხარჯზე არის გაზრდილი ეკონომიკა.

"ყველა სფეროში გვაქვს ზრდა. ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა. ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა. ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმიც, გაზრდილია სოფლის მეურნეობაც, გაზრდილია მრეწველობაც, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ზრდა, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა, ანუ ჯამში ოთხჯერ გაიზარდა. ზოგი სფერო გაზრდილია 7-ჯერ, ზოგი 3-ჯერ, ზოგი 4-ჯერ, ზოგი 5-ჯერ და ა.შ. ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან გაიზარდა. არის სფეროები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ჩვენ ხელში იყო პროგრესის მიღწევა და ამ პროგრესს მივაღწიეთ. ეკონომიკა არის ერთ-ერთი, ბიუჯეტიც არის - ნაერთი ბიუჯეტი არის 4.5-ჯერ გაზრდილი, სახელმწიფო ბიუჯეტი არის 4-ჯერ გაზრდილი და ა.შ.", - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ფორმულა·15:17
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • ტვ პირველი·13:07
    უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
  • პალიტრა ნიუსი·12:59
    „დაასახელონ, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს“ - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს
  • რუსთავი 2·10:08
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·21:49

ირაკლი კობახიძე - ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობა

ირაკლი კობახიძე - ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობა
ფრონტნიუსი·21:46

ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას

ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას
ფრონტნიუსი·21:42

ირაკლი კობახიძე - თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე

ირაკლი კობახიძე - თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე
ფრონტნიუსი·21:38

ირაკლი კობახიძე - არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები

ირაკლი კობახიძე - არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.