ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის
ფრონტნიუსი·20:55

ირაკლი კობახიძე - მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის

27 ნოემბერი, 2026 · 20:55

მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც აშენდება უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი ტექნიკური საფეხბურთო სტადიონებით და ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შექმნილი ტექნიკური რაგბის ცენტრები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტის ყველა სახეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სპორტული ინფრასტრუქტურა.

"ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოიღებს სათანადო შედეგებს. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, მუდმივად იზრდება სპორტული წარმატების მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში. წელს, პირველად გადავცდით 2 000 საერთაშორისო მედალს, რაც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა ამაზეც არ გვინდა გავჩერდეთ და გვინდა, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ ქართულ სპორტში. ქართული სპორტი არის ის, რაც ჩვენ განსაკუთრებული სიამაყის საგანს გვაძლევს. სწორედ, სპორტსმენები გვაძლევენ ჩვენ საშუალებას, რომ ვიხილოთ უმაღლეს სიმაღლეზე აღმართული საქართველოს დროშა და აჟღერებული ქართული ჰიმნი. აქედან გამომდინარე, სპორტის განვითარება ჩვენთვის არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და სპორტზე ზრუნვა აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ სივრცეში გაიზრდებიან მომავალი ჩემპიონები, რომლებიც ასახელებენ ჩვენს ქვეყანას. გისურვებთ წარმატებებს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ წინსვლას და ქართულ სპორტს ვუსურვებ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·00:59
    კობახიძე: გულდასაწყვეტია, რომ გულშემატკივარმა ასეთ შეთავაზებას არასწორი ქმედებით უპასუხა
  • რუსთავი 2·00:27
    ირაკლი კობახიძე: USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა
  • კომერსანტი·00:00
    მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
  • პოსტივი·22:37
    ირაკლი კობახიძე: „USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·23:45

ზელენსკი - ლიბიაში ოპერაცია ევროპასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩატარდა

ზელენსკი - ლიბიაში ოპერაცია ევროპასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩატარდა
ფრონტნიუსი·21:24

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
ფრონტნიუსი·21:07

ირაკლი კობახიძე - USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში

ირაკლი კობახიძე - USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში
ფრონტნიუსი·21:06

ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან

ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.