ირაკლი კობახიძე - ველით, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება
ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ყველაფრით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსულ მხარესთან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრას შეეხებოდა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული ღვინის კომპანიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.
"ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ყველაფრით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება“, - განაცხადა კობახიძემ.
