ორიგინალი
კახა კალაძე - შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ფრონტნიუსი·17:42

კახა კალაძე - შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

26 ნოემბერი, 2026 · 17:42

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ადგილზე უკვე დასრულდა გარე განათების ქსელის მონტაჟი, ასევე მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები, უახლოეს პერიოდში კი შუქნიშნებიც დამონტაჟდება. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და მოწესრიგდა.

"სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პირველ რიგში, სრულად განვაახლეთ მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე მიმდინარეობს გამზირის მოასფალტება. სამუშაოები სრულდება ტროტუარებზეც და ხდება ფილებით მოპირკეთება. დამონტაჟდა განათების ბოძებიც. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. პროექტი თვის ბოლოსთვის დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გამზირის მოწესრიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზი, კომფორტული და თითოეულ ადამიანზე მორგებული“, - განაცხადა კალაძემ.

ამ ეტაპზე რუსთველის გამზირზე იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. კახა კალაძე - შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·01:51

შსს - გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 3 პოლიციელი, დაკავებულია 16 პირი

შსს - გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 3 პოლიციელი, დაკავებულია 16 პირი
ფრონტნიუსი·23:44

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების ახალი სარდალი დანიშნა

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების ახალი სარდალი დანიშნა
ფრონტნიუსი·23:01

ტრამპი - ვისურვებდი, რომ პუტინმა ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს

ტრამპი - ვისურვებდი, რომ პუტინმა ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს
ფრონტნიუსი·22:21

მიხეილ სააკაშვილი - გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე

მიხეილ სააკაშვილი - გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.