ორიგინალი
ნიკოლოზ სამხარაძე - დანიურ მხარესთან გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში
ფრონტნიუსი·15:48

ნიკოლოზ სამხარაძე - დანიურ მხარესთან გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში

28 ნოემბერი, 2026 · 15:48

"დღეს დასრულდა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დანიაში. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც დანიის პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. გვქონდა ასევე მოხსენება საქართველოს შესახებ კოპენჰაგენის მერიაში, რომელსაც დაესწრნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ დანიურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისი განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემური საკითხები არ დგას, თუმცა მთავარ გამოწვევად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი რჩება.

"ამ დღეების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ დანიურ მხარეს საქართველოში არსებული პროცესების შესახებ. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრობლემური საკითხები, თუმცა მთავარი პრობლემური საკითხი, რომელიც არის, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ევროკავშირის მიერ პოლიტიკური დიალოგის დახურვა. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე, მათ შორის დემონსტრაციებთან დაკავშირებით, მათ შორის ეგრეთ წოდებულ თვითნებურად დაკავებულ პირებთან დაკავშირებით და ამის შესახებ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დანიურ მხარეს. ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. ჩვენ ასევე ვთხოვეთ მათ, რომ ევროკავშირის დონეზე მოითხოვონ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განხილვა და მათ შორის ყველა იმ პრობლემურ საკითხზე დიალოგის ჩატარება, რომელსაც ისინი მიიჩნევენ პრობლემურად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როგორც პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ დანიელი პარლამენტარები ვიზიტით საქართველოში“,- განაცხადა სამხარაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე - დანიურ მხარესთან გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 164 სტატია.

  • რუსთავი 2·15:58
    ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისთვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ
  • GHN·15:44
    უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე კონკრეტულ პუნქტს უნდა მოიცავდეს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას, ძლიერი არმიის შენარჩუნებასა და ქვეყნის აღდგენის დაფინანსებას - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • აჭარის ტელევიზია·15:42
    ნიკოლოზ სამხარაძე: დანიურ მხარესთან საუბარი გვქონდა იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს ევროკავშირთან მიმართებით, ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი ყოველთვის საჭიროა
  • იმედი·15:24
    ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ
ევროკავშირისმხარეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·19:17

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფრონტნიუსი·19:13

"ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი ცოტნე ივანიშვილი არის პირველი, ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი მიერ ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას"

"ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი ცოტნე ივანიშვილი არის პირველი, ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი მიერ ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას"
ფრონტნიუსი·18:40

ლაშა ფარულავა - ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე

ლაშა ფარულავა - ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე
ფრონტნიუსი·16:49

კახა კალაძე – მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება

კახა კალაძე – მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.