მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომიისკში თბოელექტროსადგურსა და ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ასაფეთქებელი კომპონენტებით ამარაგებს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია “ტელეგრამ” არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლები და გუბერნატორი ქალაქის სამრეწველო ზონაზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების, ასევე ნევინომისკის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ მთელი ღამის განმავლობაში იუწყებოდნენ.
უკრაინული მედია წერს, რომ ქარხანა „ნევინომისკი აზოტი“, რომელიც „ევროქიმის“ ჯგუფის ნაწილია, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ძმარმჟავას აწვდის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის ცნობით, საწარმო, რომლის წლიური საწარმოო სიმძლავრე 1 მილიონ ტონაზე მეტ ამიაკსა და 1.4 მილიონ ტონამდე ამონიუმის ნიტრატს შეადგენს, ასაფეთქებელი ნივთიერებების ძირითადი კომპონენტებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია.
